NED-ის მხარდაჭერით, JRC რეგიონულ მაუწყებლებს იწვევს

JRC რეგიონულ მაუწყებლებს თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის და რეგიონული განვითარების საკითხებზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისა და სიღრმისეული რეპორტაჟების მოსამზადებლად იწვევს.

The National Endowment for Democracy – NED -ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში JRC საქართველოს ყველა რეგიონის მაუწყებელს, მკვეთრად პოლარიზებულ და თემატურად შეზღუდულ მედიასისტემაში, ფართო დებატებისა და დისკუსიების პლატფორმის შექმნაში დაეხმარება. აუდიტორიის ინფორმირებისთვის პროგრამები მომზადდება რეგიონებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ისე მის შემდგომ პერიოდში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის როგორც წევრ, ისე  პარტნიორ რეგიონულ მაუწყებლებს, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შინაარსს და აქვთ JRC -სთან თანამშრომლობის გამოცდილება.

პარტნიორობის დასტური გთხოვთ გამოგზანოთ მაილზე info@jrc.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp