Logan Nonfiction-ის დემოკრატიის განვითარების სასტიპენდიო პროგრამა – ბოლო ვადა 15.10.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

Logan Nonfiction Program იღებს განაცხადებს სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2020 გაზაფხულზე ქერის სახელობის გლობალური კეთილდღეობის ინსტიტუტში გაიმართება, ნიუ-იორკი, ამერიკა.

 პროგრამა მიმართულია დემოკრატიის განვითარებისაკენ, დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტების გაძლიერების გზით.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების შეტანა შეუძლიათ ჟურნალისტებს, დოკუმენტური ფილმების ავტორებს, ფოტოგრაფებს, მულტიმედია ჟურნალისტებს და პოდკასტების შემქმნელებს, ავტორებს რომლებიც სიღრმისეულ დოკუმენტალურ პროექტებზე მუშაობენ.

კანდიდატებმა უნდა წარადგინონ განაცხადი და პროექტის იდეა, რომელიც სოციალურად მნიშვნელოვან თემას შეეხება. მაგალითად: პოლიტიკა, ჯანდაცვა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები  ან მართლმსაჯულება. აუცილებელია ინგლისურის კარგი ცოდნა.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ საცხოვრებელს, კვებას და საკონსულტაციო მხარდაჭერას 10 კვირის განმავლობაში.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადის შეტანის  ვადა: 15 ოქტომბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.