ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი (JRC) დაფუძნებულია საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც 2009 წლიდან მუშაობდა მედია კვლევების, ჟურნალისტური სკოლებისა და მედიასაშუალებების დაკავშირების, პრაქტიკული ჟურნალისტური ტრეინინგების, სტუდენტ ჟურნალისტთა წვრთნისა და დასაქმების მიმართულებით.  თითქმის სამწლიანი მუშაობის შედეგად საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეძლეს და საკუთარი ძალებით ჩაატარეს რამდენიმე პრაქტიკული ტრენინგი, განსაკუთრებით რეგიონული ჟურნალისტური სკოლების სტუდენტებისთვის. ორგანიაცია ხელს უწყობს სტუდენტ ჟურნალსიტებს, რომ მათ გაიარონ პრაქტიკა მედიაორგანიზაციებში, ასევე ხელს უწყობს სტუდენტთა ხელმისაწვდომობის ზრდას პროფესიულ ლიტერატურაზე, ეხმარება რა მათ მცირე მედიაკვლევების ჩატარებაში.

2014 წელს JRC –მ ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან” და რეგიონული მედიის ასოციაციასთან პარტნიორობით დაიწყო აგრო-ჟურნალისტიკის მიმართულების განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის პროექტის – ალიანსები მცირე კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგი აგროჟურნალისტიკაში, ამასთან აგრო და მედიაექსპერტების ჩართულობით მომზადდა პირველი ქართულენოვანი გაზმკვლევი –  სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუსაშუქებლად, ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისთვის და აგროჟურნალისტიკის სასწავლო არჩევითი კურსი დაინერგა პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

ცენტრის მიზნები და ამოცანებია:

  • ჟურნალისტური სკოლების განვითარების ხელშეწყობა;
  • ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს შორის პროდუქტიული კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა;
  • ჟურნალისტურ სკოლებს (განსაკუთრებით რეგიონულ) შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, კერძოდ კურიკულუმების შეჯერების, საერთო პროექტების წარმოების, სტუდენტური თანამშრომლობის მიმართულებით.
  • მედიაორგანიზაციებსა და მედიასკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა მედიასფეროში პროფესიული ხარისხის გაზრდის მიზნით.
  • ჟურნალისტური სკოლებისთვის და მედიის განვითარების მიმართულებით მოქმედი  ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა, განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
  • პროექტების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა.
  • თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისეთ წამოწყებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს კავშირის  მიზნების მიღწევასა და სხვა სფეროებში  საერთო ინტერესების განვითარებას;
  • დახმარება იდეების განხორციელებაში, რომლებიც უშუალო კავშირშია ორგანიზაციის მიზნებთან .
  • წიგნიერების დონის ამაღლება.

 

ორგანიზაციის პარტნიორები არიან:

  • წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)
  • შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ახალციხის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (თბილისი)