JRC ჟურნალისტებს საერთაშორისო მედია სიმპოზიუმზე – ,,ციფრული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“- იწვევს

ბერლინის საერთაშორისო მედია აკადემია IMA, ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან  (JRC) პარტნიორობით  იწვევს ჟურნალისტებს მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან და უკრაინიდან ინტენსიურ 3-დღიან მედია სიმპოზიუმზე “ციფრული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა” რომელიც 21-დან 23 ოქტომბრამდე კრაკოვში, (პოლონეთი) გაიმართება.

სიმპოზიუმის მიზნებია:

– გამოცდილების გაზიარება, ახალი გადაწყვეტილებების გენერირება.

– ზერეგიონული ვერიფიკაციის ქსელის შექმნა სხვადასხვა მედიაში ყალბი ინფორმაციის აქტიური გაშიფვრისთვის.

– დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჟურნალისტური მუშაობის გაუმჯობესება.

მონაწილეებისგან ველით საკუთარი  გამოცდილების გაზიარებას დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენასთან შეწინააღმდეგების გზებისა და რეგიონში არსებული ვითარების მიმართულებით.  

მედია სიმპოზიუმის დღის წესრიგი, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად  მოიცავს შემდეგ თემებს:

• დეზინფორმაცია სოციალურ პლატფორმებზე

• ომის ნარატივები და ტენდენციები

• რა როლი აქვთ უცხოურ აქტორებს ან სხვა სახელმწიფოებს, განსაკუთრებით კი რუსეთს, ყალბი ამბების გავრცელებაში?

• რა სტრატეგიებს ატარებენ ეს უცხოელი აქტორები და რამდენად ეფექტურია ისინი?

•  კიბერ დაცვა

• მედიის პროფესიონალებისთვის ინფორმაციის გადამოწმების სტრატეგიები

ორგანიზატორები: Internews-Ukraine and International Media Academy IMA with Co-Partners Independent Journalism Center (Moldova) and Journalism Resource Center (Georgia).

საკონტაქტო პირი: ნათია კუპრაშვილი, jrcgeorgia@gmail.com 032 243 10 35

განაცხადების გამოგზავნა შეგიძლიათ აქ. სასურველია მონაწილე ფლობდეს ინგლისურ ენას. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, განაცხადები მიიღება 8 ოქტომბრამდე. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp