“JRC მედიაბაზრის მნიშვნელოვანი აქტორია, უდავოდ” – ჟურნალისტიკის რესურსცენტრი საერთაშორისო კვლევაში

მედია ბაზრის სისტემების განვითარება სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარებისთვის – ასე ქვია ანგარიშს, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო და კვლევითმა ორგანიზაციამ Springfield Centre-მა გამოაქვეყნა და სადაც JRC მედიაბაზრის მნიშვნელოვან აქტორადაა აღიარებული.

Springfield Centre-ი მოუწოდებს განვითარებაზე მომუშვე ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში  გაიზიარონ საქართველოში  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და მერსი ქორფსის – კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში დანერგილი  პრაქტიკა.

საქართველო იქცა მოდელად, რატომ და როგორ უნდა განავითარო აგრო მედია, სიღარიბის დაძლევის მიზნის მისაღწევად, როდესაც მუშაობ საბაზრო სისტემების მიდგომით.

მსოფლიოშო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დონორი მუშაობს საბაზრო სისტემების განვითარების მიდგომით-MSD Approach, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად, თუმცა მათ შორის გამორჩეული საქართველოს მაგალითი აღმოჩნდა.

საერთაშორისო ექსპერტების  რეიჩელ შაჰი და ქეით ფოგელბერგიის მიერ 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში მომზადდა დიდი წილი ეთმობა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით გაწეულ საქმიანობას და ორგანიზაციის მიერ წლების წინ დაწყებული აგრო გადაცემის “აგრო სიახლეების” პოზიტიური ეფექტის მიმოხილვას.

კვლევაში ასევე გამოყოფილია, JRC-ის მიერ მომზადებული აგრო ჟურნალისტიკის მოდული, რომელიც 2018 წლის მონაცემებითო წარმატებით დაინერგა 6 რეგიონულ უნივერსიტეტში. კიდევ 8 სასწავლებელი აგრო მოდულის სასწავლო პრაქტიკაში გამოყენებას მომდევნი წლიდან გეგმავს.

კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ამჟამად ცდილობს აგრო მოდულის გავრცელება უზრუნველყოს სომხეთის და აზერბაიჯანის  მასშტაბით.

კვლევაში ასევე დეტალურად არის მიმოხილული რეგიონული მედიის მდგომარეობა და მათი მწირი ფინანსები. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხაზგასმულია კვალიფიციური კონტენტის მიწოდების მნიშვნელობა. საუბარია ჟურნალსიტიკის რესურსცენტრის მიერ მომზადბულ პროგრამაზე “აგრო სიახლეებზე”, რომელიც მიეწოდება რეგიონულ მედიებს.

 

 

უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ასევე შეფასებულია JRC-ის გუნდის კვალიფიციურობაც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ გუნდს მართავს მოტივირებული ლიდერი, რომელიც მოწადინებულია ქვეყანაში შექმნილი მედიაგარემო გაუმჯობესდეს.

შეფასებულია ორგანიზაციის პოზიციონირებაც: JRC იკავებს უჩვეულო პოზიციას ბაზარზე, ზოგჯერ მოქმედებს როგორც კონტენტის მწარმოებელი, ზოგჯერ ყიდის სარეკლამო სივრცეს საკუთარ პროდუქციაშივე,  თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და მაუწყებელთა ალიანსის განუყოფელი ნაწილია. ჰყავს გავლენიანი ლიდერი. უდავოა, რომ JRC ბაზრის მნიშვნელოვანი აქტორია.