JRC თვლის, რომ “მოამბემ” I, V და XI პრინციპები დაარღვია

ქარტიამ მოამბის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გადაცემული რეპორტაჟის შესახებ JRC-ს გამცხადება დასაშვებად ცნო. რეპორტაჟი JRC -ს საგამოძიებო ფილმს – ,,რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”- ეხებოდა.

JRC მიიჩნევს რომ ,,მოამბემ“ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც სიზუსტის, ისე გასწორების ვალდებულების მუხლი და ამასთან ადგილი აქვს ფაქტების განზრახ, მიზანმიმართულ დამახინჯებას.

JRC ამასთან თვლის, რომ დარღვეულია ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ არაერთი მუხლიც, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ფაქტების განზრახ დამახინჯების დროს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოსადმი მიმართვას ექნება მხოლოდ ფორმალური ხასიათი, მით უფრო როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს (მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო) ცალკეული წევრები, ნაცვლად ფილმში გადმოცემული ფაქტების შესწავლისა, იზირებენ და აზიარებენ JRC -ზე გავრცელებულ დემაგოგიურ და ტყუილებით გაჯერებულ განცხადებას.