JRC ,”გამომძიებელი რეპორტიორის” შესაძლო დახურვას ეხმაურება

JRC საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სთხოვს, არ დაუაშვას პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტით “გამომძიებელი რეპორტიორის” საქმიანობის შეფერხება. შესაბამის საფრთხეს ქმნის პროგრამული პრიოროტეტების დოკუმენტის პროექტი, რომლის მიხედვით საგამოძიებო პროდუქციის წარმოება მხოლოდ მაუწყებლის გარეთაა შესაძლებელი.

“გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების პროექტის ერთ ნაწილზე, რომლის მიხედვით შინაარსობირივი პრიორიტეტებიდან “ჟურნალისტური გამოძიება” ერთადერთია, რაზეც დოკუმენტი შიდა წარმოებას გამორიცხავს. პრიორიტეტების დოკუმენტის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში 2018 წლის აგვისტოდან ავტომატურად შეუძლებელი იქნება “გამომძიებელი რეპორტიორის” საქმიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელში. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული ჯგუფის საქმიანობა ისედაც მენეჯმენტის მხრიდან შექმნილ გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშრიებული”. – ნათქვამია სამეურვეო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში.