IWMF-ის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის – ბოლო ვადა 12.11.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

ქალთა საერთაშორისო ფონდი ორგანიზებას უწევს 5 წლიან ინიციატივას Adelante, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ქალ ჟურნალისტებს ლათინური ამერიკიდან, იმისათვის რომ მათი ხმა უკეთ ისმოდეს, დაეხმაროს მათ კარიერულ ზრდაში, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის უსაფრთხოებას.  ამ სტიპენდიისთვის მიიღება ერთობლივი განაცხადებიც. მონაწილეობა შეუძლია კონკურსანტს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, თუმცა პირობის თანახმად, აუცილებელია წყვილის ერთი მონაწილე იყოს ლათინური ამერიკიდან. სავალდებულოა ჟურნალისტად მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

პროგრამის მომდევნო ეტაპი გაიმართება 2-17 მარტს. IWMF მონაწილეებს უნაზღაურებს ყველა ხარჯს. მათ შორის: გზის, საცხოვრებლის, კვების, დამხმარის მუშაობის, თარჯიმნის.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადის მიღების ვადა: 12 ნოემბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.