პროფესიული გაცვლითი პროგრამა InterActions – ბოლო ვადა 30.04.2020

გეოგრაფია – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა.

პრაღის სამოქალაქო ცენტრი იღებს განაცხადებს პროგრამა InterActions-ში სტაჟირების მიზნით. სტაჟირება დაგეგმილია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის და ბალკანეთის ქვეყნების ორგანიზაციებში. პროგრამა განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, ექსპერტ-ანალიტიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის.

თავდაპირველად, კანდიდატებმა უნდა შეარჩიონ სტაჟირებისთვის ორგანიზაცია, მიიღონ მათი თანხმობა და ჩამოყალიბდნენ სამუშაო პროექტის თაობაზე. სტაჟირება ჩვეულებრივ 1-2 თვეს გრძელდება. კანდიდატებს შეუძ₾იათ განაცხადი წარადგინონ 4 ათას ევრომდე გრანტის მისაღებად. თანხის ნაწილს ( 1000 ევრო) მიიღებს მასპინძელი ორგანიზაცია.

სტაჟირება წარიმართება 2020 წლის სექტემბერ-დეკემბერში და 2021 წლის თებერვალ-მაისში და ივნის-აგვისტოში.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 30 აპრილი, 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp