Getty გრანტები ფოტოჟურნალსიტებისათვის – ბოლო ვადა 15.05.2019

აღნიშნულ გრანტზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ ფოტოჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ საკუთარი ოსტატობის განვითარებისა და ზოგადად ჟურნალსიტიკისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე.

კონკურსის სპონსორია Grants for Editorial Photography — Getty Images. კონკურსი მხარს უჭერს ნიჭიერ ფოტოგრაფებს, მნიშვნელოვან სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ თემებზე მომზადებული სიღრმისეული პროექტების ავტორებს.

შეთავაზებულია სამი გრანტი, თითოეული $15 000 ოდენობით. თანხა შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიმართულებით, მგზავრობის ხარჯის და აღჭურვილობის შეძენის ჩათვლით.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს 500 სიტყვისაგან შემდგარი პროექტის აღწერილბა ინგლისურ ენაზე, მოკლე რეზიუმე და 20-25 ფოტო მაგალითისათვის.

იხილეთ დაწვრილებით ლინკზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ აქ.