FAKE: CNN-მა უკრაინის დედაქალაქი რუკაზე მონიშნა, როგორც ულან-ბატორი

CNN-მა უკრაინის დედაქალაქი რუკაზე მონიშნა, როგორც ულან-ბატორი – ამ სათაურით მასალა 2021 წლის 7 ივლისს გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” ინფორმაცია. მედიის მტკიცებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკისთვის უკრაინის საკითხის მნიშვნელოვანი არ არის. 

მედიის მიერ გავრცელებული ეს მანიპულაციური ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში ეს ფოტო თავდაპირველად ორიგინალი ვერსიით  CNN-მა თავის სიუჟეტში 2014 წლის ივლისში გამოიყენა. მაშინ რუკაზე მხოლოდ უკრაინის ქალაქები- სლავიანსკი და კრამატორსკი იყო მონიშნული, თუმცა სლავიანსკის მდებარეობა შეცდომით იყო აღნიშნული, რაც რუსულმა მედიასაშუალებებმა ამერიკული გამოცემის კრიტიკისთვის გამოიყენეს.

ხოლო კიევის ნაცვლად ულან-ბატორი ამის შემდეგ ფოტოს დამუშავების შედეგად გაჩნდა. 

 რუსული გამოცემა CNN-ის იდენტურ რუკას იყენებს, სადაც უკრაინის დედაქალაქი მონიშნული არ არის და შესაბამისად, მის ადგილას არც კიევი წერია და არც ულან-ბატორი.  იმაზე რომ მოგვიანებით ფოტო ფოტოშოპის შედეგადაა დამუშავებული მეტყველებს ისიც , რომ CNN-ის სხვა სიუჟეტებში ქვეყნის დედაქალაქს კიევს ვარსკვლავის ფორმის აღნიშვნას უკეთებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp