FAKE: ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ავტონომიას ითხოვს, ხოლო ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას

რუსეთი საქართველოში ადამიანის უფლებებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ირწმუნება, რომ ჯავახეთში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ავტონომიას ითხოვს, ხოლო ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ფართო პოლიტიკურ წარმომადგენლობას. 

ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ამბობს, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქართულმა სახელმწიფომ შემოიღო არაერთი კანონი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს უზღუდავს საკუთარი ენების გამოყენებას და არაადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს აიძულებს ოფიციალურ სტრუქტურებთან კომუნიკაციისას, გამოიყენონ მხოლოდ ქართული ენა.

სინამდვილეში ეს რუსეთისგან მორიგი დეზინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის ანგარიში რეალურად საქართველოს სახალხო დამცველის ცალკეულ შემთხვევებს ეყრდნობა და ქვეყანაში არსებულ ზოგად სურათს არ ასახავს. 

«რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს ცალკეულ შემთხვევებს, რათა შექმნას ყალბი, თითიდან გამოწოვილი ამბავი, რომელსაც თავის ანგარიშში წერს,» — გვეუბნება სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელი, დავით ძიძიშვილი.

მაგალითად, მარნეულის მერი ეთნიკური აზერბაიჯანელია და ადგილობრივ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლობა მზარდია. რეალობას არ შეესაბამება ის განცხადებაც, რომ სამცხე-ჯავახეთში ავტონომიის შექმნას ითხოვენ, ბოლო წლებში ავტონომიის გამოცხადების სურვილი არც ერთ სათემო ორგანიზაციას არ გამოუთქვამს. 

სამცხე-ჯავახეთის «მედია ანალიტიკური ცენტრის» დირექტორი, ედუარდ აივაზიანის თქმით, მას არ ახსენდება ბოლო წლებში რომელიმე ორგანიზაციას ჯავახეთის ავტონომია მოეთხოვოს და აღნიშნულში რუსეთის პროვოკაციის ნიშნებს ხედავს.

მიზანმიმართული ტყუილი და დეზინფორმაცია — ასე აფასებს ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატი რუსეთის მთავრობის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას თითქოსდა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ავტონომიას ითხოვენ. სამველ მანუკიანი გვეუბნება, რომ ეს არის ე.წ. ფეიკ ინფორმაცია და ჯავახეთში მცხოვრებლებს  ინტეგრაციის პრობლემა აქვთ. 


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp