FAKE: ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს გეგმიური ვაქცინები არ სჭირდებათ

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს გეგმიური ვაქცინები არ სჭირდებათ. სინამდვილეში ეს რეალობას არ შეესაბამება. დედის რძე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაავადების პრევენციის მძლავრი საშუალებაა. თუმცა მხოლოდ დედის რძე არ არის საკმარისი სრულად დაიცვას ბავშვის იმუნური სისტემა.

ვაქცინებისგან განსხვავებით, დედის რძე არ ასტიმულირებს ბავშვის იმუნურ სისტემას წარმოქმნას ანტისხეულები, რომლებიც საჭიროა სპეციფიკურ დაავადებებთან საბრძოლველად. ვაქცინებისგან განსხვავებით, დედის რძე არ ასტიმულირებს ბავშვის იმუნურ სისტემას წარმოქმნას ანტისხეულები, რომლებიც საჭიროა სპეციფიკურ დაავადებებთან საბრძოლველად. ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრშიც განმარტავენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის გეგმიური ვაქცინების სრულყოფილად ჩატარება აუცილებელია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp