FAKE: უკრაინაში თვითმფრინავებიდან COVID-19-ის დელტა ვარიანტს არ ავრცელებენ

2021 წლის სექტემბერში სოც.ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციით უკრაინაში Covid-19-ის დელტა ვარიანტს თვითმფრინავიდან “აფრქვევენ” და ამ გზით ავრცელებენ. ვიდეოს ავტორის მტკიცებით ამაზე მოწმობს ის ფაქტიც რომ ცაზე არასტანდარტული თვითმფრინავები დაფრინავენ და განსხვავებულ საფრენ კვალს ტოვებენ.

სინამდვილეში კი უკრაინის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავები არა კორონავირუსის დელტა ვარიანტს, არამედ ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა კაფსულებს ავრცელებენ. ცოფის ზეპირი იმუნიზაცია ცხოველების ვაქცინაციის ერთ-ერთი მეთოდია, ამ პროცესის დროს ასანთის ყუთის ზომის სატყუარებს გარემოში თვითმფრინავებიდან ყრიან. ბრიკეტებს აქვთ ხორცისა და ძვლის კვების სპეციფიკური სუნი, რომელიც  ცხოველებს შორ მანძილზე იზიდავს. მას შემდეგ რაც ცხოველი ამ კაფსულას შეჭამს მას 1 წლის განმავლობაში ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება. ცხოველების მსგავსი ხერხით ვაქცინაცია მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის გარემოსთვის და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp