FAKE: საქართველო ავღანელი ლტოლვილებისთვის მასობრივი მიგრაციის ადგილად იქცა

“ლტოლვილები ავღანეთიდან – ამერიკული სიურპრიზი საქართველოსთვის “-ამ სათაურით რუსულ მედიაში 2021 წლის აგვისტოში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა. მედიის მტკიცებითვე, თბილისი მასობრივი მიგრაციის ადგილად იქცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სიმართლეს არ შეეესაბამება. დავით ზალკანიანის განმარტებით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო  ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომლებიც “საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და შემდეგ დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან”. ამის შესახებ სამინისტროს განცხადება თავის ოფიციალურ გვერდზეც გაავარცეელა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp