FAKE: ნატო საბრძოლო მცურავებს ყირიმში საბოტაჟისთვის გზავნის

2021 წლის 7 ივლისს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნატო საბრძოლო მცურავებს ყირიმში საბოტაჟისთვის გზავნის. რუსული მედიის მეირ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არა შეესაბამება და ნატოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

სინამდვილეში, NATO-ს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავს არა საომარი მოქმედებების მომზადებას, არამედ შესაძლო სამხედრო საფრთხეების შეკავებას. ამ მისიით იგი ფოკუსირდება პარტნიორების შესაძლებლობაზე, აწარმოონ რეგიონალური უსაფრთხოების ოპერაციები შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს წვრთნა Sea Breeze ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნაა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნა მონაწილეობს.იქ დასაქმებულია 5000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 32 გემი, 40 თვითმფრინავი და 18 სპეცდანიშნულების ჯგუფი.

28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩატარებული სამხედრო მანევრები იყოფა ოთხ ფაზად: ძალების მოსვლა და სამეთაურო პუნქტების განლაგება, ძალების კოორდინაციის ეტაპი, აქტიური ფაზა, სწავლების შედეგების შეჯამება და ძალების შემცირება.

ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი მოქმედებს შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მონტრეს კონვენციის ჩათვლით – განსხვავებით რუსეთისგან, რომელმაც უკანონოდ დაიპყრო უკრაინის ნახევარკუნძული და ყირიმის წყლებს თვითნებურად უწოდა “რუსული”.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp