FAKE: მთავრობამ ალკოჰოლის ყიდვა და მოხმარება აკრძალა

2021 წლის 24 ნოემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს მთავრობამ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე ალკოჰოლის ყიდვა და მოხმარება აიკრძალა.

სინამდვილეში მთავრობას მსგავსი შეზღუდვა არ დაუწესებია, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ ნიუსს დეზინფორმაციას უწოდებენ. მსგავსი შინაარსის განკარგულება ან დადგენილება არაა არც მთავრობის ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, ისიც რომ სოციალურ ქსელში ეს სიახლე ტელეკომპანია იმედის ლოგოთი გავრცელდა, თუმცა ესეც არასწორია. იმედს მსგავსი შინაარსის მასალა საერთოდ არ გაუვრცელებია. თუ იმედის ოფიციალური გვერდის ფოტოებს და ამ ფოტოს შევადარებთ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად დავინახავთ, რომ სქრინი გაყალბებულია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp