FAKE: თურქეთს საქართველოს ტერიტორიის 40 %-ზე მეტი აქვს მიტაცებული, თურქეთი სულიერი და ფიზიკური ოკუპანტია

ქსენოფობიურ ჯგუფში “თურქეთი ოკუპანტია” დროდადრო ჩნდება პოსტები შინაარსით, რომ თითქოს, რუსეთი ოკუპანტია და მას საქართველოს ტერიტორიის 40 % აქვს ოკუპირებული. სინამდვილეში ეს ინფორმაცია რეალობას არა შეესაბამება. თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს.

თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს ცნო. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს კი ხელი 1992 წლის 21 მაისს მოეწერა.  ამასთან თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. თურქეთი იმედოვნებს, რომ ეს კონფლიქტები მოგვარდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში მშვიდობიანი გზით. თურქეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის საქმეში. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეც.

ინფორმაცია, რომ თურქეთს თითქოს საქართველოს ტერიტორია აქვს მიტაცებული ყალბია. საბჭოთა კავშირის დროს ისტორიული ტაო-კლარჯეთი ხელშეკრულების საფუძველზე ნაწილი თურქეთის მფლობელობაში გადავიდა, მაგრამ ამ ტერიტორიის ფართობიც იმდროინდელი საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე ნაკლებია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp