FAKE: თერმოსკრინინგის აპარატით ადამიანის “დაჩიპვა”და სკანირება ხდება

გამოცემა თვალსაზრისზე 2021 წლის 12 მარტს გამოქვეყნებული დეზინფორმაციული ნიუსის მიხედვით თერმოსკრინინგი არა სიცხის გასაზომად, არამედ ადამიანის სკანირებისთვის გამოიყენება.

ნიუსში ავტორი ამტკიცებს, რომ ამ ტექნოლოგიებით მოქალაქეებს ანტიქსრისტეს წინაშე დასამონებლად იყენებენ. ნიუსში მსგავსი არაერთი დეზინფორმაციული ფაქტია მოყვანილი რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

სინმდვილეში კორონავირუსის პანდემიის პირობებში თერმოსკრინინგის გამოყენება იმ მოტივით დაიწყეს, რომ აპარატით სწრაფად და უკონტაქტოდაა შესაძლებელი ტემპერატურის გაზომვა. სწორედ ამიტომ დგას აპარატები თავშეყრის ისეთ ადგილებში როგორიცაა მოლების, რესტორნების და კინოთეატრების და სხვა შესასვლელები.  თერმოსკრინინგის მუშაობის პრინციპი ასეთია: არსებობს პირდაპირი კორელაცია ობიექტის გამოსხივებული ინფრაწითელი ენერგიის რაოდენობასა და ობიექტის ტემპერატურას შორის. როდესაც ობიექტის ტემპერატურა იზრდება, ის ასხივებს ინფრაწითელ ენერგიას. ობიექტის მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი ენერგიის რაოდენობის გაზომვით შესაძლებელია მისი ტემპერატურის გამოთვლა. აპარატის მუშაობა არანაირად არ არის დაკავშირებული ადამიანის სკანირებასთან ან დაჩიპვასთან რაზეც საუბარია ნიუსშია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp