FAKE: ესპანეთში და რუსეთში ავიაკომპანიები COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინირებულ მგზავრებს ფრენისგან თავშეკავებისგენ მოუწოდებენ

2021 წლის ივლისში სოციალურ ქსელებსა თუ მედიებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფომრაცია, რომ თითქოს ესპანეთში და რუსეთში ავიაკომპანიები COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინირებულ მგზავრებს ფრენისგან თავშეკავებისგენ მოუწოდებენ, რადგან მათი მტკიცებით ფრენა ვაქცინირებულ პირებში თრომბის განვითარების საშიშროება იზრდებოდა.

ზემოთაღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეში რეალობას არ შეესაბამება. მსგავსი აკრძალვის შემოღებას არ ადასტურებენ ავიახაზების წარმომადგენლები. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის  IATA- ს სპიკერი კალიოპი ლაზარი ამბობს, რომ ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია ავიაკომპანიების შესახებ, რომლებიც განიხილავენ ვაქცინირებულ მგზავრთა აკრძალვას თრომბის რისკის გამო. ინფორმაცია უარყო ესპანეთის ავიახაზების წარმომადგენელმაც.

აღსანიშნავია, რომ პირიქით კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ვაქცინა ქვეყნებს შორის მოგზაურობას ამარტივებს. ზოგიერთი ქვეყანა ტურისტებს მხოლოდ იმ შემთხვევაშ იღებს თუ ისინი ვაქცინირებული არიან. ასევე, არანაირი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინირებულ მგზავრებს ფრენის დროს თრომბის მომატებული რისკი აქვთ.

ხანგრძლივი ფრენის დროს მგზავრს შესაძლოა განუვითარდეთ თრომბის ტიპი, რომელსაც ღრმა ვენის თრომბოზი ან DVT-ს უწოდებენ, რაც დიდი დროის განმავლობაში უმოძრაობას უკავშირდება და ვაქცინასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp