FAKE: გუგული მაღრაძე ანტივაქსერბითვის სექსის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

2021 წლის 26 ივლისს სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს გუგული მაღრაძე ანტივაქსერებისთვის სექსის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ნიუსებს მიმსგავსებული ფრეიმით გავრცელდა, თუმცა ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი შინაარსის ნიუსი საერთოდ არ იძებნება. 

ამ ინიციატივის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს თავად გუგული მაღრაძეც.

გუგული მაღრაძეს ეკუთვნოდა ინიციატივა ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციის შექმნის შესახებ, სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციისთვის ცალკე, თვალსაჩინო სტენდის მოწყობაზე, მაგრამ ანტივაქსერებისთვის სექსის აკრძალვა მას ნამდვილად არ მოუთხოვია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp