FAKE: აშშ მოუწოდებს ნატოს ქვეყნებს, მოემზადონ რუსეთთან ომისთვის და შეიყვანონ ჯარები უკრაინაში

რუსულ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციით, აშშ მოუწოდებს ნატოს ქვეყნებს, მოემზადონ რუსეთთან ომისთვის და შეიყვანონ ჯარები უკრაინაში. ამის შესახებ მედიები 2021 წლის სექტემბერში წერდნენ. 

სინამდვილეში კი მასალის გავრცელებისას რუსული პროპგანდისტული მედია არა ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციას არამედ, დანიელ გორის( შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელის) სტატიას ეყრდნობა. სტატია 945.com საიტზე გამოქვეყნდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რც დანიელ გურს და არც 1945 წლის ვებსაიტს არაფერი აქვს საერთო აშშ -ს მთავრობასთან ან ამერიკის ოფიციალურ თავდაცვის პოლიტიკასთან. საიტი, მისი “ჩვენს შესახებ” გვერდის მიხედვით, არ ფინანსდება სახელმწიფო ან კერძო სახსრებით.

აშშ -ს არცერთ ოფიციალურ უწყებას ან დეპარტამენტს არასოდეს მოუწოდებია ნატოს წევრები მოემზადონ რუსეთის ფედერაციასთან მოახლოებული ომისთვის. არასოდეს ყოფილა ასეთი პუბლიკაცია ან წინადადება აშშ -ს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე და არც ამერიკული ჯარების უკრაინაში განლაგების იდეა განიხილებოდა ოფიციალური ვაშინგტონის მიერ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp