Journalism Resource Center

აგროჟურნალისტიკის სასწავლო მოდულის პრეზენტაცია “თსუ”-ში. 2016 წელი.

აგროჟურნალისტიკა:  ახალი სასწავლო კურსი  მომავალი ჟურნალისტებისთვის . თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის გაშუქების სასწავლო კურსის   პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას 14 უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაესწრო, მათგან 6 სასწავლებელში, აგროჟურნალისტიკა, სასწავლო კურიკულუმში უკვე ინტეგრირდა.  აღნიშნული საგნის დამკვიდრების სურვილი კიდევ  8  უნივერსიტეტის წარმომადგენელმა  გამოთქვა. ღონისძიებაზე მოდულის ავტორები და რედაქტორები   დამსწრე საზოგადოებას აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე  ესაუბრნენ. ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში …

აგროჟურნალისტიკის სასწავლო მოდულის პრეზენტაცია “თსუ”-ში. 2016 წელი. Read More »

ვეტერინარია

2014 წლის თებერვალში საქართველო 44 ქვეყანას შორის მიუერთდა ახალი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან (როგორც ადამიანთა, ისე ცხოველთა) ბრძოლის ერთიანი სისტემის შემუშავებას. ამ სისტემაში ვეტერინარია წამყვანი მიმართულებაა. ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით ბოლო 2 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები და სამომავლო სტრატეგია სწორედ “ერთიანი ჯანმრთელობის” პრინციპს ეფუძნება. ამდენად, დღევანდელი გადასახედიდან, ვეტერინარიის როლის შეფასებისას, სრულიად …

ვეტერინარია Read More »

მეცხოველეობა

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, პრობლემატურია ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. ადამიანის კვების ულუფის ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია ცხოველური ცილის მიღება. განვითარებულ ქვეყნებში დღე-ღამეში კაცზე 50 გ ცილა იხმარება, განვითარებად ქვეყნებში კი – 10-15 გ, ანუ 4-5 ჯერ ნაკლები მიღებულ რაციონალურ ნორმებთან შედარებით. საქართველოში სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ დარგადაა მიჩნეული. საქართველოს მოსახლეობის 46.3% სოფლად თვითდასაქმებულია. თუმცა, მშპ-ში …

მეცხოველეობა Read More »

აგრონომიის ზოგადი საფუძვლები

სიტყვა აგრონომია (Agros-მინდორი, Nomos-კანონი) ბერძნული სიტყვაა, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის შემსწავლელ მეცნიერებათა კომპლექსს. მცენარე არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც იკვებება, სუნთქავს, იზრდება, მრავლდება და კვდება. აგრონომიულ პრაქტიკაში მცენარის სავეგეტაციო პერიოდად ითვლება დრო გაღივებიდან მოსავლის აღებამდე. მცენარეები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: ერთწლიანები, ორწლიანები, მრავალწლიანები. სასოფლო სამეურნეო მცენარეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნიშან-თვისებებით, თუმცა მათი აგებულების პრინციპი საერთოა (ფესვი, ღერო, …

აგრონომიის ზოგადი საფუძვლები Read More »

ღია და დახურული გრუნტის სპეციფიკაცია

საქართველოში 70–ზე მეტი დასახელების ბოსტნეული მოყავთ, როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. ღია გრუნტი   საშუალებას იძლევა ზამთრისპირა და ადრე გაზაფხულის თესვით გაიზარდოს საადრეო ბოსტნეულის წარმოება და შემცირდეს მოსახლეობის ბოსტნეულით მომარაგების სეზონურობა. ღია გრუნტის ნიადაგის დამუშავების სისტემა შედგება ძირითადი ხვნის, თესვის წინა დამუშავების და რიგთაშორისების დამუშავებისაგან. ძირითადი ხვნა ანუ მზრალად ხვნა ტარდება ზამთრის პირას წინამორბედი კულტურის აღების …

ღია და დახურული გრუნტის სპეციფიკაცია Read More »

ფიტოსანიტარია და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

სასოფლო–სამეურნეო კულტურებს ზიანს აყენებს მავნებლები: მწერები, ობობასებრნი და დაავადებები პარაზიტული: სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული, მიკოპლაზმური და არაპარაზიტული: ნიადაგის, კლიმატის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედებით გამოწვეული. კულტურების მიხედვით მავნებელ–დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები არის განსხვავებული. ვაზის მავნებლები ორ ჯგუფად იყოფა: მიწისქვეშა–ფილოქსერა, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა,მავთულა ჭიები, მახრა ანუ ბოსტანა, კავკასიის დიდი წმინდადხვევია და მიწისზედა ორგანოების მავნებლები: ლივორნული …

ფიტოსანიტარია და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა Read More »

ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების წარმოება

  მემცენარეობა–არის დარგი, რომელიც ემყარება მცენარეთა ნორმალური განვითარებისათვის საჭირო ფაქტორებს: სინათლე, სითბო, წყალი, ჰაერი, საკვები ნივთიერება–რომლებიც მცენარეზე მოქმედებენ არა იზოლირებულად, არამედ ურთიერთთან მჭიდრო კავშირში. მცენარის ნორმალური განვითარება, მაღალი მოსავლიანობა და ხარისხი, ამ ფაქტორების ერთობლივ მოქმედებაზეა დამოკიდებული. მემცენარეობის შესწავლის ობიექტია–ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები. ერთწლოვნებს მიეკუთვნება–მარცვლეული, თავთავიანი, ტექნიკური, ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილეული, პარკოსანი, კარტოფილი და მრავალწლოვანს –ვაზი, ხეხილი,სუბტროპიკული,ეთერზეთოვანი, …

ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების წარმოება Read More »

თანამედროვე ბიოტექნოლოგია და აგრობიომრავალფეროვნება

შესავალი. თანამედროვე ეპოქაში, ნებისმიერი ქვეყნისათვის, სასურსათო უსაფრთხოების[1] უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით, დღეისათვის, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული გენმოდიფიცირებული სურსათი, ცხოველის საკვები, საკვებდანამატები, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალა. ეს მიმართულება დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყო და თეორიულად იგი ეფუძნება გენური ინჟინერიის მეთოდებს, რომელთა გამოყენებით ხელოვნურ (in vitro) პირობებში ორგანიზმის …

თანამედროვე ბიოტექნოლოგია და აგრობიომრავალფეროვნება Read More »

ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა

წარმოების წესები და საკანონმდებლო რეგულირება ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტად იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. თუ ეს განხორციელდა,იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ასევე ამ …

ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა Read More »

სურსათის უვნებლობა – ფერმიდან სუფრამდე

სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერი რგოლი – ფერმერი, დამამზადებელი, გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, სატრანსპორტო კომპანია, სავაჭრო კომპანია თუ საცალო ქსელის ობიექტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინფორმაციას გამოყენებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქტის, განხორციელებული საწარმოო პროცესების შესახებ, რათა ზუსტად დაადგინოს, თუ რა ეტაპზე შეიძლება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვას და რა სახის შეიძლება იყოს იგი. თუ ცნობილია, რა პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, სად (რომელ …

სურსათის უვნებლობა – ფერმიდან სუფრამდე Read More »