Agro Expo – სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა ექსპოჯორჯიაში

საქართველოში უკვე მე-18-დ, ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro Expo ჩატარდება.

ღონისძებაში 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.

სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებელს დახვდება: სოფლის მეურნეობის დანადგარები და მანქანები,კვების ტექნოლოგიები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საირიგაციო სისტემები, საშრობები და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი: მანქანა-დანადგარები ხორც-პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავებისთვის, ასევე რძის პროდუქტებისთვის, შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები, სასმელების ინდუსტრიის აღჭურვილობა, მაცივრები, კვებისა და სასმლის ინგრედიენტები და ა.შ.
ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნება და სამ დღეს გაგრძელდება.

Agro Expo საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯას“ ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

სინქრონები:

თამარ კირვალიძე – „ექსპოჯორჯიას“ მარკეტინგის მენეჯერი;
გიორგი დანელია – კომპანია „აგრიკოპტერის“ დამფუძნებელი. 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp