AAAS Kavli Science Journalism Awards- პრემია სამეცნიერო ჟურნალისტიკაში მთელი მსოფლიოდან – ბოლო ვადა 1.08.2019

გეოგრაფია: მთელი მსოფლიო

მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაცია (AAAS) წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს სამეცნიერო საზოგადოებას და სხვადასხვა ჟურნალის გამომცემლობას. კავლის ფონდის მიერ დაწესებული, AAAS Kavli Science Journalism Awards-პრემია, გადაეცემა ჟურნალისტებს, როლებიც აშუქებენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თემებს ფართო აუდიტორიისათვის.

კონკურსის კატეგორიებია: გაზეთი, ჟურნალი, აუდიო, ვიდეო, (მცირე და ვრცელი რეპორტაჟები)ვიდეო (სიღრმისეული ანალიტიკური რეპორტაჟები), ონლაინ და სამეცნიერო გამოცემები და პროგრამები გათვლილი ბავშვებზე. ნამუშევრები უნდა იყოს გადაცემული ეთერში ან გამოქვეყნებული 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 15 ივლისამდე. უცხო ენებზე მომზადებულ მასალებს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი. ყოველ კატეგორიაში იქნება გადაცემული ორი ჯილდო: ოქროს პრიზი – 5 000 დოლარი და ვერცხლის პრიზი – 3 0000 დოლარი. გამარჯვებულებს ასევე აუნაზღაურდებათ სატრანსპორტო ხარჯები დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2020 წლის თებერვალში სიეტლში, აშშ.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 აგვისტო 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.