აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგი საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას დადებითად აფასებს [Video]

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ჩატარებულ და მიმდინარე  ღონისძიებების გასაცნობად აბაშაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი იმყოფებოდა.  გრეგ კრავჩუკის განცხადებით, ორგანიზებული მიდგომა, რომელიც მას დახვდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შეამცირებს მავნებლის წნეხს სასოფლო- სამეურნეო კულტურებზე.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა.

გრეგ კრავჩუკი საქართველოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID/ REAP-ის (Reap Georgia) მხარდაჭერით იმყოფება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი,საქართველოში მავნებლის გავრცელების შემდეგ , 2016 წლიდან, არის ჩართული.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

გრეგ კრავჩუკის – პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგი.