აზიური ფაროსანა ანტიდასავლურ პროპაგანდაში [Video]

  • სიმართლეა – აზიური ფაროსანა აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან გავრცელდა.

  • დეზინფორმაციაა – აზიური ფაროსანა საქართველოს მხრიდან დივერსიაა აფხაზეთში.


აზიური ფაროსანა აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ კი სოჭიდან გავრცელდა. სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის მსვლელობისას – სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს ინფორმაცია თავად რუსი სპეციალისტების მიერ არის დადასტურებული. მავნებლის ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელების შემდეგ, აზიურმა ფაროსანამ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოინაცვლა.

მავნებელი რუსეთის ტერიტორიაზე ევროპის ცენტრალური ნაწილიდან გავრცელდა, ხოლო ევროპაში ჩინეთიდან – სეს-ის უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზიური ფაროსანას აფხაზეთში გავრცელება ქართული დივერსიული აქტია – რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

აფხაზეთთან სავაჭრო დერეფნის ჩაკეტვას, რუსეთის მხრიდან უფრო ხანგრძლივი პოლიტიკური გათვლა უდევს საფუძვლად. სტრატეგიის ნაწილი თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება იქნება – ვახტანგ მაისაია.

შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსი მაღალჩინოსნები აფხაზეთში აზიური ფაროსანას გავრცელებას საქართველოს მხრიდან დივერსიულ ფაქტად აფასებენ.