სტიპენდიები ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული ეთიკის თემების გაშუქებისათვის – ვადა 27.01.2021

გეოგრაფია – მსოფლიო

ახალგაზრდა ჟურნალისტებს – სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი ორკვირიან საზაფხულო სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პოლონეთსა და გერმანიაში.

პროგრამა Fellowships at Auschwitz for the Study of Professional Ethics (FASPE)  შეარჩევს 14-16 სტუდენტს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას თემაზე: რა როლი შეასრულეს ჟურნალისტებმა ნაცისტურ გერმანიაში, ჰოლოკოსტის ისტორიაში და თანამედროვე პრობლემებში.

პროგრამა შედგება 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით.

პროგრამა მიეძღვნება სირთულეებს, რომელთაც აწყდებოდნენ გერმანელი და უცხოელი ჟურნალისტები ნაციზმის დროს; ტექნოლოგიების გავლენა ჟურნალისტიკასა და პუბლიცისტიკაზე; ჟურნალისტების როლი მთავრობის მხრიდან ანგარიშვალდებულების გაზრდისა და არაკორექტული ქმედებების ნორმალიზაციაში; ყალბი ინფორმაციის ეპოქაში მოვლენების გაშუქების სირთულეები და სხვა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 27 იანვარი 2021 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp