55 მილიონი ევრო ევროკავშირისაგან საქართველოს ENPARD-ის მეოთხე ფაზისთვის – პროგრამის პრიორიტეტები

ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოუყო. ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მეოთხე ფაზით დაგეგმილ ღონისძიებებს მოხმარდება. პროგრამა მიმართულია სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობაზე, ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვისა და ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის ამაღლებაზე. ​

პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მისმა საერთო ბიუჯეტმა 234.5 მილიონი ევრო შეადგინა. მეოთხე ფაზა, ევროკავშირის წარმომადგენელთა განმარტებით, მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების, მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. პროგრამა ENPARD-ის პირველი სამი ფაზის მიმდინარეობისას, ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის დაფინანსებით ბიზნესის მართვისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში გადამზადდა 8,000-ზე მეტი ფერმერი, რეგიონებში ჩამოყალიბებული 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო და ექსტენციის ცენტრების დახმარებით; LAG-ების ჩართულობით ევროკავშირმა საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp