მასთან ერთად გვიხარია და იმედი გვაქვს უკეთესი მომავლის- ლენტეხელები ვარლამ ლიპარტელიანის მხარდასაჭერად

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებში იღებს მონაწილეობას. 30 სპორტსმენს შორისაა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი.
ძიუდოისტს განსაკუთრებული გულშემატკივრები ყავს მის მშობლიურ ქვემო სვანეთში, კერძოდ, ლენტეხში, სადაც 11 წლამდე იზრდებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ვარლამის ოჯახი წლებია თბილისში ცხოვრობს, სვანეთს ხშირად სტუმრობს და მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღე რჩება.

„თითქმის, ვისთანაც კი შეხება და ურთიერთობა ქონია, არავინ არ გრძნობს, რომ ის დიდი ადამიანია, რომ ის ცნობილი ადამიანია, პირიქით, თვითონ ისეთი თავაზიანი, ზრდილობიანი და მოწესრიგებულია, ყველასთან მიმართებაში დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სვანეთში მას ყველა ასე იცნობს. როცა აქვს ამის დრო სპორტის მიღმა, ყოველთვის ამოდის სვანეთში 2-3 დღით, ძველ მეგობრებთან ერთად არის ხშირად, ხან მთაში ავდივართ, ხან სათევზაოდ მივდივართ, ხან სანადიროდ  განტვირთვისთვის,აქაურობა ძალიან უყვარს.“- გვიყვება ვარლამ ლიპარტელიანის ბავშვობის მეგობარი რობიკო ბენდელიანი. მისივე თქმით, ვარლამის სპორტულ მიღწევებსდა კარიერას,  მის დაუღალავ შრომას უკავშირებენ, რობიკოს თქმით, სწორედ ამის შედეგია, რომ ძიუდოისტი 15 წელია სტაბილურად ასპარეზობს საერთაშორისო არენაზე.

„ის ახალგაზრდობიდანვე მოსწონდათ მასწავლებლებს, მაგალითად 2008 წელს როცა ირაკლი ცირეკიძე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხაბარელი იყო მაშინ საქართველოს ნაკრების წევრი, მაშინ ცირეკიძე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ისე გაიყოლა ვარლამიც, რომ ენახა რას ნიშნავდა ოლიმპიადა, იქედან რომ ჩამოვიდნენ, 2009 წლიდან ლიპარტელიანი უკვე პირველი იყო 90 კილოგრამ წოლით კატეგორიაში. ადამიანს არ ჩაუგდია არც ერთი წელი, წელიწადში ასპარეზობს 5-6 ტურნირში და 3-4 ჭიდაობიდან მედალი მოაქვს.ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ ჩერდება, ვ მუშაობს მაქსიმალურად, რაც მას შეუძლია. 33 წლის არის ადამიანი და დღესაც წონით რეიტინგში პირველია. ვისაც უყვარს სპორტი და ძიუდო, არ შეიძლება ამ ადამიანის გულშემატკივარი არ იყოს.“- ამბობს რობიკო ბენდელიანი.

ვარლამ ლიპარტელიანის ბავშვობის მეგობარი დარწმუნებულია, რომ ძიუდოისტი სასურველ შედეგს დადებს და ოლიმპიადიდან ოქროს მედლით დაბრუნდება.

„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ერთმანეთთან და ვიცი, რომ ის, რასაც ვარლამი აკეთებს, აკეთებს თავისი ოჯახისთვის, კუთხისთვის, ქვეყნისთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ვარლამ ლიპარტელიანს იმიტომ უნდა ვუგულშემატკივროთ,  რომ ნაკრებში პირველია, გუნდის  კაპიტანია და თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურს დებს თავის საქმეში, რომ მიაღწიოს იმას, რაც მის გულშემატკივარს გაახარებს. სპორტთან ერთად პიროვნულად არის დიდი ბუნების ადამიანი, საკუთარ თავს მაქსიმუმს სთხოვს, მისი ცრემლები ოლიმპიადაზე ნიშნავს იმას, რომ ამდენი შრომა გაქვს ჩადებული, ყველა შენ შემოგცქერის და ყველას ხომ არა აქვს ეს იღბალი რომ დადგეს იქ კვარცხლბეკთან ახლოს.  ადამიანს მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გამოსვლა და აქედან 6 მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად ეკუთვნის და ღირსია, რომ სპორტიდან თავაწეული წავიდეს.თავისი კუთხის მოსიყვარულე ადამიანია, ყველას მეგობრულად უდგება, მომავალი თაობის თითით საჩვენებელი და მისაბაძი ადამიანია.“- გვითხრა რობიკო ბენდელიანმა.

ვარლამსა სვანეთში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ერთ-ერთი დადუ ლიპარტელიანია, რომელიც სპორტსმენის ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი თვისების ერთობლიობაზე საუბრობს და ყველას მოუწოდებს, ვუგულშემატკივროთ.

„ვარლამში  ვფიქრობ ყველა ის საჭირო და  ღირებული თვისებაა თავმოყრილი, რომელიც   ყველა სპორტსმენში უნდა იყოს. თავმდაბლობით და შემართებით ცდილობს მიაღწიოს სასურველ მიზანს,  ზოგადად ძალიან რთულია ნებისმიერი  კვარცხლბეკის ან  მარცხის შემდეგ  შეინარჩუნო ის შენი (მე) რაც ხარ შიგნით  და ამავე დროს  მუდმივად ატარებდე  ავტორიტეტული სპორტსმენის სტატუსს, მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში  იდეალურად არის მორგებული“– გვიყვება დადუ და იქვე ამატებს, რომ  სპორტსმენის  დღემდე განვლილი გზა,  წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯი  დასაფასებელი და საამაყოა:

„ეს არ არის  ჩემი ,თქვენი  ან   მხოლოდ კუთხის …. ეს საქართველოს   სახელი და წარმატებაა. ლენტეხისთვის მეტად მნიშვნელოვანია,  ვფიქრობ აქ მცხოვრები თითოეული  ადამიანი სხვანაირად  განიცდის და   გამოხატავს  იმ ემოციას რაც  თან ახლავს ტურნირებს,   მომავალი თაობისთვის   ეს მიზანდასახულობა და  ღირსეული სვლა   უდიდესი სტიმული და მოტივაციის გარანტია. უყვართ , აფასებენ, ქომაგობენ , მასთან ერთად  გვიხარია და იმედი გვაქვს   უკეთესი  მომავლის.“– ამბობს დადუ ლიპარტელიანი.

იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს და მასში საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი  მონაწილეობს.

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი

წყარო © odishinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp