“საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის”

ნატოს ისტორია ცივი ომის შემდეგ, ნატოს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში, პრიორიტეტები და საერთაშორისო უსაფრთხოება – თითქმის ორი წლის განმავლობაში აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში ახალგაზრდები აქტიურად მსჯელობდნენ.  „საქართველოს ახალგაზრდა ქალები ნატოსთვის“ – სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის სამიზნე ჯგუფი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ.