Day: December 19, 2019

ოპერატორი: საიტი rutraker მარეგულირებლის მოთხოვნით დაიბლოკა

სილქნეტი (ჯეოსელი) ადასტურებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით ტორენტ საიტი rutraker org დაიბლოკა. ამის შესახებ ჯეოსელის ოფიციალური გვერდი, ფბ-ზე, ერთ-ერთი მომხმარებლის მირიან ქორიძის პოსტის კომენტარებში წერს. ტორენტი ფაილების გაზიარების სისტემაა, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ დიდი ზომის ფაილებს. ტორენტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ფაილების მიმოცვლის. ტორენტი მაგალითად რუსეთში და ჩინეთშია დაბლოკილი. მარეგულირებლის პასუხი ნახეთ აქ.

გაეროს გრანტი პროექტებისთვის – ბოლო ვადა 22.12.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო  გაეროს დემოკრატიის ფონდი იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებს წარადგინონ საგრანტო განაცხადები პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად, რომელტა მიზანია დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. გრანტების ოდენობა მერყეობს 100 000-დან 300 000 დოლარამდე. განაცხადის შეტანა შეუძლიათ ორგანიზაციებს რომლებიც მუშაობენ მედიის, ინფორმაციის თავისუფლების, ახალგაზრდების ჩართულობის, ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მიმართულებით. განიხილება ორ წელიწადზე გათვლილი პროექტები. განაცხადი უნდა …

გაეროს გრანტი პროექტებისთვის – ბოლო ვადა 22.12.2019 Read More »