Day: September 20, 2019

გრანტები ტრანსსასაზღვრო გამოძიებებისათვის – ბოლო ვადა 29.09.2019

გეოგრაფია – ევროპა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩათვლით  Reporters in the Field აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით შექმნან საერთო ევროპული ისტორიები/მასალები, რომლებიც არ მთავრდება საზღვრებთან (ტრანსსასაზღვრო).  გრანტების ოდენობა არ აღემატება 8 000 ევროს ჯგუფზე. თანხა მოიცავს ისტორიის მომზადების, წვრთნის, ექსპერტების შეფასებების მიღების ხარჯებს. დაწვრილებით იხილეთ აქ. განაცხადების მიღების ვადა:  29 სექტემბერი 2019 წ. ინფორმაცია სხვა …

გრანტები ტრანსსასაზღვრო გამოძიებებისათვის – ბოლო ვადა 29.09.2019 Read More »

ნიმანის ფონდის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის, მედია ანალიტიკოსებისთვის, გამომცემლებისთვის, ლექტორებისა და ვებ-დიზაინრებისათვის – ბოლო ვადა 27.09.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო ნიმანის ფონდი ჰარვარდში ჟურნალისტებს სთავაზობს მოკლევადიან სტიპენდიებს ჟურნალისტიკის ხარისხის ასაწევად მიმართული კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. პროექტები უნდა ეხებოდეს: პროგრამირებას,  დიზაინს, ფინანსურ სტრატეგიებს და სხვა. სტიპენდიანტები ჰარვარდის უნივერსიტეტში შეძლებენ დაჰყონ 12 კვირამდე, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე. ისინი მიიღებენ წვდომას ჰარვარდის უნივერსიტეტის რესურსებთან, სამეცნიერო ცენტრებთან და ბიბლიოთეკასთან. პროგრამის მონაწილეები ყოველკვირეულად მიიღებენ სტიპენდიას 1 350 ამერიკული …

ნიმანის ფონდის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის, მედია ანალიტიკოსებისთვის, გამომცემლებისთვის, ლექტორებისა და ვებ-დიზაინრებისათვის – ბოლო ვადა 27.09.2019 Read More »

კულმანის ცენტრის სტიპენდიები ჟურნალისტებისათვის, მწერლებისა და მხატვრებისათვის – ბოლო ვადა 27.09.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო ჟურნალისტებს, მწერლებს და ყველას ვინც მუშაობს წიგნების შექმნის პროექტებზე, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადები ნიუ-იორკის სასტიპენდიო პროგრამაზე. ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული კულმანის ცენტრი 9 თვიან პროგრამაში მონაწილეობისათვის აარჩევს 15 სტიპენდიანტს. სტიპენდიანტები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე, ჩაერთვებიან ცენტრის მიერ ორგანიზებული იდეების გაცვლის ღონისძიებებსა და ბიბლიოთეკის საჯარო ფორუმებში. ყოველი სტიპენდიანტი მიიღებს 70 000 ამერიკულ დოლარამდე. …

კულმანის ცენტრის სტიპენდიები ჟურნალისტებისათვის, მწერლებისა და მხატვრებისათვის – ბოლო ვადა 27.09.2019 Read More »