Day: May 15, 2019

პულიცერის ცენტრი იღებს პროექტებს მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროდან – ბოლო ვადა 31.05.2019

კრიზისების გაშუქების პულიცერის ცენტრი (http://pulitzercenter.org) განიხილავს პროექტებს მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროდან, რომლებიც შეეხება საკუთრების უფლებას. პროგრამა განსაკუთრებით დაინტერესებულია მონაცემებზე დაფუძნებული მასალებით, რომლებშიც გამოყენებულია სატელიტური ფოტოები, 360-გრადუსიანი ვიდეოები, დრონების ჩანაწერები, სენსორების მონაცემები, ინტერაქტიული რუკები ან გრაფიკა. პროექტების შესაძლო თემები: მიწათსარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები მიწაზე, მიწებთან დაკავშირებული გარიგებების გამჭვირვალობა, რესურსების გამოყენების უფლება ან მომიჯნავე უფლებები. შეირჩევა სულ 3-დან …

პულიცერის ცენტრი იღებს პროექტებს მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროდან – ბოლო ვადა 31.05.2019 Read More »

საერთაშორისო სემინარი ჟურნალისტებისათვის – ბოლო ვადა 19.05.2019

«კრიტიკული ჟურნალისტიკა ციფრულ ეპოქაში: ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა ახალგაზრდებისათვის» – Cooperation and Development Network Eastern Europe ორგანიზებას უწევს სემინარს, რომელიც 2-7 ივლისს საქართველოში გაიმართება. სემინარში მონაწილეობისათვის განაცხადის შევსება შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე ჟურნალისტებს. თემებს შორისაა: უფლებები ციფრულ ინფორმაციაზე და ახალი ონლაინ ინსტრუმენტები, რომელთაც ქსელში საზოგადოებასთან კავშირის გაუმჯობესება შეუძლია. პროგრამა მოიცავს თეორიულ ცოდნასაც, მუშაობას საშუალო ზომის ჯგუფებში, …

საერთაშორისო სემინარი ჟურნალისტებისათვის – ბოლო ვადა 19.05.2019 Read More »