Day: November 6, 2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 2018  წელს კომპლექსური  ღონისძიებებია დაგეგმილი – ლევან დავითაშვილი [Video]

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 2018  წელს კომპლექსური  ღონისძიებები განხორციელდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ სპეციალისტებთან  შეხვედრაზე განაცხადა, რომლებიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდება მავნებლის საწინააღმდეგო შემდგომი ნაბიჯები. მისი თქმით განხორციელდება  …

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 2018  წელს კომპლექსური  ღონისძიებებია დაგეგმილი – ლევან დავითაშვილი [Video] Read More »

აგრო სიახლეები – 8 (მესამე სეზონი)

აგრო სიახლეები სამეგრელოდან – გაიგეთ რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს თხილისა და სიმინდის კულტურებთან დაკავშირებით და მოისმინეთ ამ პრობლემების მოგვარების გზები.

სეს – მიტოვებულ კარ-მიდამოებს სახელმწიფო 2018 წელსაც დაამუშავებს [Video]

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიტოვებული კარ-მიდამოების დამუშავება 2018 წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,ოდიშის“ ეთერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა. ზაირა ღუბელაძის თქმით, სახელმწიფო დაეხმარება იმ მოსახლეებსაც, რომლებსაც  თავად შესაწამლი ღონისძიებების ჩატარება არ შეუძლიათ. მცენარეთა დაცვის ინსპექტორის განმარტებით, მსგავსი ტერიტორიების შეწამვლა აუცილებელია, რადგან მავნებელს გასავრცელებლად ხელოვნური ბუდეები არ შევუქმნათ. ტელეკომპანია ,,ოდიშის“ …

სეს – მიტოვებულ კარ-მიდამოებს სახელმწიფო 2018 წელსაც დაამუშავებს [Video] Read More »

რა გახდა სამეგრელოში თხილის გაფუჭების მიზეზი [Video]

აგრონომი რევაზ შონია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სამეგრელოში თხილის კარგი მოსავლიანობა იყო, თუმცა დაზიანების ხარისხი – მაღალი. სპეციალისტი თხილის გაფუჭების მიზეზად ფერმერების მიერ აგროსამუშაოების არასწორ ჩატარებას ასახელებს. მისი თქმით, მოსახლეობის უმეტესობამ, სასუქთან დკავშირებული წესები დაიცვა, წამლობაზე კი უარი თქვა. რევაზ შონიამ ფერმერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ თხილის მოსავლისა და მისი ხარისხის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია კომბინირებული წამლობა, …

რა გახდა სამეგრელოში თხილის გაფუჭების მიზეზი [Video] Read More »