Day: October 5, 2015

რატომ აგროჟურნალისტიკა?

  სახეზეა ყველა საფუძველი იმისა, რომ სოფლის მეურნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში მნიშვნელოვანი წილი ჰქონდეს – საზოგადოების ინტერესი, აუდიტორიის მოცულობა, ქვეყნის განვითარებაში დარგის მნიშნელობა და პერსპექტივა, თუმცა მხოლოდ ამ საფუძვლების თავისთავადი არსებობა, სამწუხაროდ , არ არის შედეგის პირდაპირპროპორციული. პროექტის განმხორციელებელი გუნდი ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომ ამის მიზეზი პრაქტიკოს და მომავალ ჟურნალისტებში შესაბამისი ცოდნის არარსებობაცაა. წინამდებარე გზამკვლევის …

რატომ აგროჟურნალისტიკა? Read More »

აგრონომიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის

  რა უნდა იცოდეს აგროჟურნალისტმა? ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ  რა არის აგრონომია, რომ იგი წარმოადგენს სასოფლო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლიობას მცენარეთა მოყვანის, ცხოველთა მოშენების, წარმოების ორგანიზაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი გადამუშავების შესახებ. რომ იგი მოიცავს ისეთ მეცნიერებებს, როგორებიცაა ნიადაგმცოდნეობა, მიწათმოქმედება, მემცენარეობა, აგროქიმია, სელექცია-მეთესლეობა და სხვა. ამ მიმართლების სიღმისერული გაშუქებისა და მოსახლეობის ინფორმაცირებისთვის, …

აგრონომიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის Read More »

სურსათის უვნებლობა და DCFTA

სურსათის უვნებლობა და DSFTA საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა და სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპი – გზა მინდვრიდან სუფრამდე. რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.   ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA) შესახებ მაია მამულაშვილი, …

სურსათის უვნებლობა და DCFTA Read More »

ბიოლოგიურად სუფთა ჟურნალისტიკა

 ქეთევან ლაფერაშვილი, ია ბობოხიძე   სიტყვათშეხამება ,,ბიოლოგიურად სუფთა” ხშირად ჟურნალისტების მიერაც არასწორად გამოიყენება, ბიოლოგირუად სუფთა პროდუქტის წარმოებაში მწარმოებელიც ზოგჯერ მხოლოდ პროდუქტის ,,მოყვანის” პროცესს გულისხმობს, თუმცა ცოდნის დეფიციტის გამო, აქაც არაერთ შეცდომას უშვებს. ამასთან მწარმოებელსაც და ჟურნალისტსაც ხშირად ავიწყდება, რომ წარმოებასთან ერთად, ,,ეკოლოგირუად სუფთა პროდუქტის” მიღება მხოლოდ გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გასაღებისას საჭირო წესების დაცვითაა შესაძლებელი. …

ბიოლოგიურად სუფთა ჟურნალისტიკა Read More »

მედიატექნოლოგია აგრობიომრავალფეროვნებისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საჩვენებლად

მედიატექნოლოგია აგრობიომრავალფეროვნებისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საჩვენებლად თანამედროვე ეპოქაში, ნებისმიერი ქვეყნისათვის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით, დღეისათვის, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული გენმოდიფიცირებული სურსათი, ცხოველის საკვები, საკვებდანამატები, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალა. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის განვითარებამ აუცილებელი გახადა შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გატარება. „ბიოუსაფრთხოება ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიოტექნოლოგიით …

მედიატექნოლოგია აგრობიომრავალფეროვნებისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საჩვენებლად Read More »

მედია მავნებლების წინააღმდეგ და მცენარეთა დაცვის სადარაჯოზე

   ნატო კაკაბაძე.  ნინო ჭალაგანიძე, კახეთში კალიამ მზესუმზირის მოსავალი გაანახევრა, გურიასა და სამეგრელოში სიმინდის და ლობიოს რაოდენობა შემცირებულია, ეს პროდუქტი კი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკვებად ინტენსიურად გამოიყენება. უნიკალური კულხური ჯიშის ბზა განადგურების პირასაა, მახრა სამცხე ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის მოსავალს საფრთხეს უქმნის. რამდენად შეიძლებოდა მედიის მიერ გავრცელებული ეს მოკლე  ინფორმაციები სრულიად სხვა სახის ყოფილიყო? მაგალითად ასეთი …

მედია მავნებლების წინააღმდეგ და მცენარეთა დაცვის სადარაჯოზე Read More »

მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება

მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება ცხოველური და მცენარეული საკვებწარმოება აგროჟურნალისტური წარმოებისთვის სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერი რგოლი – ფერმერი, დამამზადებელი, გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, სატრანსპორტო კომპანია, სავაჭრო კომპანია თუ საცალო ქსელის ობიექტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინფორმაციას გამოყენებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქტის, განხორციელებული საწარმოო პროცესების შესახებ, რათა ზუსტად დაადგინოს, თუ რა ეტაპზე შეიძლება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვას და რა სახის შეიძლება …

მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება Read More »

ღია და დახურული კითხვები გრუნტთან დაკავშირებით

ღია და დახურული კითხვები გრუნტთან დაკავშირებით საქართველოში 70–ზე მეტი დასახელების ბოსტნეული როგორც ღია, ისე დახურულ (სათბურები, კვალსათბურები, ფირდაფარებული შემთბარი გრუნტი) გრუნტში მოჰყავთ.     ნატო კაკაბაძე მზია თადუმაძე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში  სოფლის მეურნეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.  ამდენად, ხელისუფლების სურვილი სოფლის მეურნეობის დარგები  პრიორიტეტულად გამოაცხადოს, სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმურია. განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, …

ღია და დახურული კითხვები გრუნტთან დაკავშირებით Read More »

ცხოველის ჯანმრთელობა = ადამიანის ჯანმრთელობა (მედია ვეტერინარიაზე)

ცხოველთა მკურნალი ჟურნალისტიკა “ერთიანი ჯანმრთელობის” პრინციპი – ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ვეტერინარიასთან დაკავშირებულ მოთხოვნები შემუშავებულია ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიდემიულოგიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების ასაცილებლად, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველთა კეთილდღეობისათვის. თეა ლათიფაშვილი რუსუდან გიგაშვილი  მედიცინა კურნავს ადამიანს, …

ცხოველის ჯანმრთელობა = ადამიანის ჯანმრთელობა (მედია ვეტერინარიაზე) Read More »

მე-მცენარე-ჟურნალისტი

  ია მამალაძე, ნატა კაკაბაძე   ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ჟურნალისტია თუ არა, ყოველდღიური საქმიანობის ჩამონათვალში, აუცილებლად შეაქვს შერბენა სუპერმარკეტში ან ბაზარში პროდუქტის შესაძენად – მინდვრიდან,  ბაღიდან, ზვრიდან, პლანტაციიდან გზაგამოვლილი მცენარეული პროდუქცია ჩვენი სასიცოცხლო გარემოს და არსებობის ძირითადი კომპონენტია ჰაერთან და წყალთან ერთად. დილის საუზმეზე პურის ან ფუნთუშის ჩაკბეჩისას, ჩვენს ყოველდღიურ თუ საზეიმო სუფრაზე, ლანჩზე, …

მე-მცენარე-ჟურნალისტი Read More »