ევროკავშირის თუ რუსეთის ბაზარი [Video]

უკვე 11 წელია კომპანია “ჰერბიას” საქართველოში მოყვანილი ბოსტნეული საზღვარგარეთ გააქვს. 2011 წლამდე ქართული კომპანიის პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთი იყო, უკრაინასთან ერთად. თუმცა 6 წლის წინ “ჰერბიამ” საერთაშორისო ბაზრის სტანდარტი დააკმაყოფილა და მას შემდეგ ქართული მწვანილი ევროკავშირშიც იყიდება.

წყალტუბოში კომპანიას  3 ჰექტარზე გაშენებული საკუთარი სათბურები აქვს, დამატებით პროდუქციას კი  50-ზე მეტი ადგილობრივი პარტნიორი ფერმერისგან იბარებს.

ევროპული ბაზარი მეტი ქართველი მეწარმისთვის ხემისაწვდომი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების DCFTA-ს გაფორმების შემდეგ გახდა. 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს. დოკუმენტის ხელმოწერის მომენტისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ევროპულ ბაზარზე შეტანილი პროდუქცია, რუსეთის მიმართულებით ექსპორტს 56%-ით აღემატებოდა და 624 201 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წელიწადში , იგივე მაჩვენებელი 69 %-მდე გაიზარდა და დაახლოებით 672 133 000 აშშ დოლარი შეადგინა.  საერთო ჯამში ,2010 წლიდან  დღემდე საქართველოდან ექსპორტის მიხედვით რუსული და ევროპული ბაზრის შედარება ასე გამოიყურება.

2010

  • რუსეთი 34,706 000
  • ევროკავშირი 309,189 000

2011

  • რუსეთი 36,610 000
  • ევროკავშირი 424,448 000

2012

  • რუსეთი 46,806 000
  • ევროკავშირი 352 ,950 000

 2013

  • რუსეთი 190 ,652 000
  • ევროკავშირი 607 ,204 000

2014

  • რუსეთი 274,754000
  • ევროკავშირი 624,201 000

2015

  • რუსეთი 162 ,885 000
  • ევროკავშირი 645,214 000

2016

  • რუსეთი 206 ,336 000
  • ევროკავშირი 672.133 000

2017(იანვარი ოქტომბერი)

  • რუსეთი 314,047 000
  • ევროკავშირი 531,057 000

ავტორები:

ნინა ხელაძე, მარიამ ჩიქოვანი, დავით ჯიბუტი.