ქართველი წარმატებული ქალი ფერმერი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე – ნინო ზამბახიძის წარმატების ამერიკული ისტორია

7 თებერვალს ამერიკაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალურ ინიციატივას (W-GDP) ჩაუყარა საფუძველი. ის ხაზს უსვამს ქალების მონაწილეობის მნიშვნელობას ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში მსოფლიოში. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ქალიშვილი მასპინძლობდნენ დაესწრო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე. მან პრეზიდენტ ტრამპს და სხვა დამსწრეებს საკუთარი ისტორია გაუზიარა და მადლობა გადაუხადა როგორც ამერიკის მთავრობას, ისე ამერიკელ გადასახადების გადამხდელებსაც.

ვიდეო © US Embassy Tbilisi, Georgia