15 მაისს შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

15 მაისს, აჭარაში, დაბა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენრი გაიხსნება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, მოსახლეობა მუნიციპალიტეტეტიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით ისარგებლებს. სერვის ცენტრის მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ გამოიყენონ ელექტრონული ბიბლიოთეკა, ვიდეო კონფერენციის აპარატურა, ისარგებლონ შეხვედრების ოთახით, კომპიუტერებით და უფასო ინტერნეტით.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 64 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.