105 მოსწავლე 6 ქვეყნიდან – აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში

2018 წლიდან თბილისი აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისთვის ევროპული განათლების ახლო კერა გახდა. მას შემდეგ დღევანდელი მონაცემებით ევროპულის სკოლის კურსდამთავრებული  105-მა მოსწავლეა მოლდოვიდან, ბელორუსიდან, აზერბაიჯანი, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. ამ სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ ეკონომიკის, ბიოქიმიური ინჟინერიის, ფიზიკის, სოციალური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების,  კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა სპეციალობებით. 

მოსწავლეები შეირჩევიან კონკურსის წესით და სწავლის წარმატებით დასრულებისას მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს ევროპათმცოდნეობის დარგში. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, თანამშრომლობის, მულტიკულტურული გამოცდილების, ტოლერანტობისა და ფუნდამენტური ღირებულებების გაძლიერებას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. 

2021 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამას 34 კურსდამთავრებული ჰყავს. კურსდამთავრებულთა 30%-მა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტში და მომავალი სასწავლო წლიდან შეუერთდებიან თავიანთ თანატოლებს ესპანეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, იტალიის, ბელგიის, ესტონეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყატარის, თურქეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს სასწავლებლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp