USAID-ის საგრანტო პროგრამის კენკროვანი კულტურების განვითარებისთვის განაცხადების შეტანის ვადა იწურება  

სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი საგრანტო პროგრამა, რომელსაც USAID-ი იწყებს კენკროვანი კულტურების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და საგრანტო განაცხადებს 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით ელოდება.

 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები

  1. ღია გრუნტზე და სათბურში კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობის მოწყობა.
  2. ღია გრუნტზე და სათბურში კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენება.
  3. წინასწარი გაცივების შიდასამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწყობა (სორტირების, დახარისხებისა და შეფუთვის ხაზების შემოტანა შერჩეული კენკროვანი კულტურებისთვის)

 ვინ მიიღებს დაფინანსებას

დაფინანსების მიღება შეუძლიათ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებსა და კერძო აგროსაწარმოებს. პროექტი შეიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებმა თანამონაწილეობის სახით უნდა გაიღონ  მთლიანი თანხის 30%, ხოლო კერძო აგროსაწარმოებმა მოთხოვნილი თანხის 60%. თითოეული პროექტისთვის გრანტის მაქსიმალური ოდენობა 75 000 აშშ დოლარით არის განსაზღვრული. პოტენციურმა ბენეფიციარებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფულადი ან საკრედიტო სახსრებით განხორციელებული ინვსეტიცია. სხვა ნებისმიერი არაფულადი კონტრიბუცია არ ჩაითვლება პროექტის მიერ მოთხოვნილ თანამონაწილეობად.

პროექტი ასევე შეიცავს საკვალიფიკაციო მოთხოვნების რიგ ჩამონათვლას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ განმცხადებლები.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა მოუწოდებს განმცხადებლებს, წარმოადგნინონ რეალისტური და დასაბუთებული საგრანტო ბიუჯეტი. საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა განიხილება მხოლოდ იმ განაცხადებზე, რომლებშიც წარმოჩენილი იქნება გამორჩეულად მნიშვნელოვანი გავლენა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე, მცირე აგრობიზნესებსა და საოჯახო მეურნეობებზე.

პროექტის ფარგლებში განცხადებების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 31 იანვარი.

USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის შესახბე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით მითითებულ ბმულზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp