მეტი შესაძლებლობა საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის – JRC ბალტიის ლიდერი მედია ორგანიიზაციის, BCME-ის პარტნიორი გახდა

JRC ბალტიის ლიდერი მედია ორგანიიზაციის, BCME-ის პარტნიორი გახდა

 

2019 წლის 14 იანვარს ჟურნალისტიკის რესურსცენტრი ბალტიის მედია ცენტრის ასოცირებული წევრი ოფიციალურად გახდა. სტატუსის ფარგლებში ქართული მედია არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპელ პარტნიორთან ერთად დეზინფორმაციასთან გამკლავების მიზნით კრიტიკული აზროვნების, მედია წიგნიერების იმმართულებით ითანამშრომლებენ. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს აუდიტორიის და ბაზრის კვლევის მიმართულებასაც, რაც BCME ერთ-ერთი სამუშაო სფეროა.

BCME 2015 წელს რიგაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციცაა, რომელიც ბალტიისპირეთში ჟურნალისტიკის სფროში მძლავრ ჰაბად ჩამოყალიბდა. ცენტრი ქმნის მდგრად მედია სისტემას, რომელიც ეფუძნება განათლებას.

მედია წიგნიერების გაზრდა, კრიტიკული აზროვნებისა და მაღალი მედია სტანდარტის ჩამოყალიბება, რეგიონული მეედია სკოლების და მაუწყებლების გაძლიერება, ასევე გახლავთ ჟურნალისტიკის რესურსცენტრის პრიორიტეტი. ამ მიზნების მიღწევას  ორგანიზაცია 2009 წლიდან ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით ემსახურება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp