როგორ ვებრძვით აზიურ ფაროსანას – ამერიკელი მეცნიერების შეფასება [Video]

დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელი მეცნიერის შეფასებით, მდგომარეობა და მოსახლეობის  მიდგომა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

აზიური ფაროსანა იყო განხილვის თემა რეგიონების გუბერნატორებისთვის, რომლებიც აბაშაში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს ეწვივნენ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია  ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული  მაგალითების  გაზიარება. აბაშის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება. შეხვედრაზე განიხილეს ასევე თხილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსავლის დაზიანება  ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

გრეგ კრავჩუკი – აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი.