თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამა დევნილი ოჯახებისთვის

დევნილებისთვის საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA-სთან თანამშირომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად ან განსავითარებლად საგრანტო პროექტს აცხადებს.

საგრანტო პროგრამის თანახმად,  გრანტები გაიცემა სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად. თითოეულ დაფინანსებულ ოჯახს საშუალება ექნება მოაწყოს 240 მ2 სასათბურე მეურნეობა. პროგრამა ვრცელდება: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილებზე, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ სათბურის განთავსებისთვის საჭირო ზომის მიწის ნაკვეთი. პროგრამის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე. გრანტის მისაღებად აუცილებელია დევნილის მხრიდან თანადაფინანსება.

პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 13 000 ლარით განისაზღვრა.

ვის შეუძლია განაცხადების შეტანა:

  1. განმცხადებელი უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და ჰქონდეს აქტიური სტატუსი;
  2. განმცხადებელს პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაგეგმილი უნდა ჰქონდეს დაგეგმილი იმ მიწაზე, რომლსაც თვითონ ან მისი შინამეურნეობის წევრი ფლობს საკუთრებაში;
  3. განმცხადებელი უნდა ცხოვრობდეს აღნიშნული პროგრამის გავრცელების ერთ-ერთი თემის სოფელში.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  1. სრულყოფილად შევსებული საგრანტო განაცხადი. ფორმა სრულყოფილად შევსებულად ითვლება, თუ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული;
  2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  3. იმ მიწის ამონაწერი, რომელზეც უნდა განთავსდეს სათბური. გამარჯვებულ ბენეფიციარს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე დაევალება განახლებული ამონაწერის წარდგენა;
  4. ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან იუსტიციის სახლიდან საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა განთავსდეს სასათბურე მეურნეობა წარმოადგენს არა განმცხადებლის, არამედ შინამეურნეობის სხვა რომელიმე წევრის საკუთრებას, განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც განმცხადებლის, ასევე მიწის მესაკუთრე შინამეურნეობის წევრის სახელზე გაცემული ცნობა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.
პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

 

განცხადების ფორმა; დანართი – 1დანართი – 2დანართი – 3დანართი – 4დანართი – 5დანართი – 6.