შეიცვალოს პროკურორის არჩევის წესი-სამოქალაქო სექტორის ინიციატივა [Video]

0

შეიცვალოს პროკურორის არჩევის წესი-არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებას კანონპროექტი წარუდგინეს. დარგის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა საპროკურორო საბჭოს შეცვლა, რათა მთავარი  პროკურორის არჩევა მიუკერძოებლად განხორციელდეს. მათი განმარტებით მთავარია სისტემას ჩამოშორდეს აღმასრულებელი ხელისუფლება, რადგანაც არსებული ფორმით ახალი პროკურორის შერჩევა ვითარებას არ შეცვლის.

კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, დღევანდელი საპროკურორო საბჭო ერთპარტიული და პოლიტიზებულია, რაც ხელს უშლის დამოუკიდებელი პროკურორის არჩევას.

მომზადებული კანონ-პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია.

ცვლილებები შემუშავებულია “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” მიერ.

Comments are closed.