რუსეთის პროპაგანდის ბოლო მოვლენების მონიტორინგი – JRC  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის EaP CSF საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა. რუსეთის პროპაგანდის ბოლო მოვლენების მონიტორინგი – აღნიშნულ პროექტს JRC საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით განახორციელებს. ესენია: Internews უკრაინა, მედიის მრავაფლეროვნების ინსტიტუტი, სომხეთი და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრი, მოლდოვა.

სულ საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  EaP CSF სამდივნომ 39 განაცხადი მიიღო, შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ მათგან 13 გამარჯვებული შეირჩა.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აქტიურად მუშაობს მედია წიგნიერების და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით, რაზეც ორგანიზაციის პროექტები მეტყველებს. მათ შორისაა, რუსულენოვანი მაუწყებელი TOK TV, რომელიც გახლავთ ერთიანი პლატფორმა ყველა ეთნიკური უმცირესობისათვის საქართველოში.