აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი გახდა [Video]

0

ნათია კუპრაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე გახდა. “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” თავმჯდომარემ ამ პოსტზე “ევროპის ფონდის” პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე შეცვალა.

კუპრაშვილმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებაზე გაკეთდება. მისი თქმით, საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ რა შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და  დაინგრეს ცრუ მითები ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ.

ნათია კუპრაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარის პოსტს ერთი წლის ვადით დაიკავებს.

პლატფორმა ევროინტეგრაციის კუთხით მომუშავე 200-მე ორგანიზაციას აერთიანებს.

სინქრონი:

ნათია კუპრაშვილი – “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” თავმჯდომარე.

 

Comments are closed.