ჯოან შორენშტეინის ცენტრი ჰარვარდში იღებს განცხადებს სტიპენდიისთვის – ვადა 01.03.2021

გეოგრაფია – მსოფლიო

სტიპენდიის მოპოვებისათვის განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. კანდიდატები უნდა იყონ დაინტერესებული საზოგადოებრივი პოლიტიკის საკითხების კვლევით და გამოცდილების გაზიარებით.

კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის ჰარვარდის ინსტიტუტი იღებს განაცხადებს ჯოან შორენშტეინის ცენტრის სტიპენდიის მისაღებად.

განაცხადები მიიღება ჟურნალისტებისაგან, მეცნიერებისაგან და პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საზოგადოებრივი პოლიტიკის მიმართულებით და თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას.

შერჩეული კანდიდატები სტიპენდიის სახით მიიღებენ 30 000 დოლარს. ცენტრ არ ფარავს სამგზავრო და საცხოვრებელ ხარჯებს.

სტიპენდიანტებს ეძლევათ სამუშაო სივრცე, კომპიუტერი და ტელეფონი. კანდიდატებმა უნდა წარადგინონ სამოტივაციო წერილი, შევსებული განაცხადის ფორმა და საკვლევი პროექტის გეგმა, რეზიუმე და რეკომენდაცია.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 1 მარტი 2021 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp