ხელნაკეთი ნივთები საპყრობილედან [Video]

რელიგიურ და ეროვნულ  მოტივებზე შექმნილი თექის ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, ტილოზე შესრულებული ნახატები, ქალთა სადღესასწაულო სამოსი-ექსპონატები ქალმა პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას და მისი დატოვების შემდეგ შექმნეს. ნამუშევრების  დათვალიერება და შეძენა 7 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მისულთ შეეძლოთ.

გარდა იმისა, რომ პატიმარი ქალები საპყრობილეში ყოფნისას საინტერესო უნარებს იძენენ, ასევე საშუალება ეძლევათ ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენონ და ხელნაკეთი ნივთები გაყიდონ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხით საპყრობილედან ოჯახსაც ეხმარებიან.

ღონისძიების ორგანიზატორის ასოციაცია „ქალი და ბიზანესის“ პრეზიდენტის ნინო ელიზბარაშვილის თქმით, აქტივობის მიზანია ქალ პატიმრებს ნამუშევრების რეალიზაციაში შეეწყოს ხელი. იგეგმება საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაც. გამოფენების პარალელურად პატიმარ ქალთა ნამუშევრების შეძენა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზეც (www.online.moc.gov.ge)  არის შესაძლებელი.

სინქრონები:

  • ნესტან ვერულაშვილი- #5 ქალთა პენიტენციალური დაწესებულებულების დირექტორი;
  • ნინო ელიზბარაშილი – საერთაშორისო ასოციაცია “ქალი და ბიზნესის” პრეზიდენტი;
  • ფატი კიპაროიძე – პროექტის მონაწილე.

ავტორები:

მარიამ ჩიქოვანი, ლერი ზაქაიძე

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp