მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება

მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება ცხოველური და მცენარეული საკვებწარმოება აგროჟურნალისტური წარმოებისთვის სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერი რგოლი – ფერმერი, დამამზადებელი, გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, სატრანსპორტო კომპანია, სავაჭრო კომპანია თუ საცალო ქსელის ობიექტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინფორმაციას გამოყენებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქტის, განხორციელებული საწარმოო პროცესების შესახებ, რათა ზუსტად დაადგინოს, თუ რა ეტაპზე შეიძლება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვას და რა სახის შეიძლება იყოს იგი.

 

ცხოველური და მცენარეული პროდუქტის შენახვაგადამუშავების ზოგადი პრინციპები

ეკატერინე ბურკაძე

მარიკა შერაზადიშვილი,

”მითხარი რას ჭამ, და გეტყვი, ვინ ხარ”

 ჟან ანტელმ ბრიია-სავარენი

შეიარაღებული ძალების ნახევარი განადგურებულია.

ალბათ ამგვარად დაიწყებოდა საინფორმაციო გამოშვებები და საგაზეთო სტატიების პირველი გვერდის სათაურები XIII საუკუნეში, მაშინ როდესაც ბაბილონის სულთანმა (ეგვიპტის მამელუქთა სულთანი) ჯვაროსნული ლაშქრობით მყოფი ინგლისის პრინცი რიჩარდის ჯარის ნახევარი მოწამლული სურსათის საშუალებით გაანადგურა.

მართალია დღეს აღარც მამელუქები არიან, აღარც ჯვაროსნები და აღარც ციხე სიმაგრის აღებისას აგდებს მტერი მოწინააღმდეგის სასმელი წყლის სათავეში ხრწნად ლეშს, მაგრამ ადამიანები, ისევე როგორც დედამიწის ყველა ცოცხალი ორგანიზმები, არსებობის პირველი დღეებიდანვე ყოველთვის ვსაჭიროებთ საკვებს. საკვებთან ერთად ადამიანებს გვჭირდება ინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში დაგვეხმარება გავიგოთ თუ რამდენად ვართ დაცული სურსათის შემთხვევითი თუ განზრახ დაბინძურებისგან რაც ჩვენი სიცოცხლის, ჯანმრთელობისთვის  საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

მედიის ვალდებულება და მისი რეპუტაციაა მოიძიოს, მიიღოს, შეისწავლოს,  გაანალიზოს, გადაამოწმოს და შემდეგ მიაწოდოს ინფორმაცია აუდიტორიას. იგივე პროცესის გავლის ვალდებულება აქვს ცხოველური და მცენარეული პროდუქციის მწარმოებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ და რეალიზატორ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. სურსათთან დაკავშირული საფრთხეები სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას და, შესაბამისად, გავლენა იქონიოს საბოლოო პროდუქტის უვნებლობაზე. შესაბამისად მედია საშუალებებისა და ჟურნალისტებისთვისაც ნაცნობი თემაა, რომ ინფორმაციის დამუშავების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება არსებობდეს ინფორმაციის არასწორად გავრცელების საფრთხე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა, აგრეთვე საწარმო ჯაჭვში ჩართული რომელიმე ბიზნეს ოპერატორის სახელისა და რეპუტაციის შეურაცყოფა.

მაგალითი – მედია, მომხმარებლი, მეწარმე:

X ორგანიზაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია (ან ჩაატარა მედია კონფერენცია), რომ მათ განახორციელეს Y მაღაზიათა ქსელში A, B, C, D კომპანიების მიერ წარმოებული E სახეობის სურსათის საკონტროლო შესყიდვა. პროდუქტი გაიგზავნა F ლაბორატორიაში შესამოწმებლად. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ B, D კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი დაბინძურებულია კოლიფორმებით (http://www.momxmarebeli.ge/?rec=2087)  თითქოს ახალი ამბებისთვის თემა მზად არის,  X წყარო გვყავს, F ლაბორატორიის დასკვნა არსებობს, შეგვიძლია მივიღოთ კომენტარები A, B, C, D მწარმოებელი და Y რეალიზატორი ბიზნეს ოპერატორებისგან. თუ ამის შესახებ არ მოვუყვებით ჩვენ აუდიტორიას სხვა მედია საშუალება დაგვასწრებს, რის გამოც შეიძლება რედაქტორი/პროდიუსერის შენიშვნა დავიმსახუროთ, აგრეთვე არ დავიცვათ ჩვენი  აუდიტორია სურსათში აღმოჩენილი საფრთხისგან. თუმცა შევხედოთ ინფორმაციას სხვა კუთხით – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სურსათის დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეები სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას, ანუ წარმოების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, რეალიზაციის პირობების დარღვევისას (მოთხოვნები დადგენილია კანონმდებლობით). აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ დაბინძურება შესაძლოა მოხდეს ნიმუშის აღებისა http://nfa.gov.ge/files/kanonebi/sursatis_kodeqsi.pdf ; http://nfa.gov.ge/files/kanonebi/173_dadgenileba(1).pdf ; http://water.gov.ge/uploads/kanonmdebloba/krebuli/15%20brzaneba.pdf  და ლაბორატორიული ანალიზის სტანდარტების დარღვევის დროსაც, რაც ასევე დადგენილია კანონმდებლობით. დადგენილია აგრეთვე ლაბორატორიის აკრედიტაციის წესებიც http://gac.gov.ge/.

მოყვანილი მაგალითის საფუძველზე შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ – თუ ჩვენ ინფორმაციას გავავრცელებთ ზედაპირულად,  არც სამართლებრივ და არც ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს არ დავარღვევთ, შესაძლოა პირველებმაც მოვასწროთ ინფორმაციის გაჟღერება და სამსახურებრივი წახალისებაც დავიმსახუროთ. თუმცა თუ სხვა მედია საშუალება მართალია დააგვიანებს ინფორმაციის გავრცელებას, ან დროულად გაავრცელებს, მაგრამ არ დაასახელებს  B, D კომპანიის სახელს და საკუთარ აუდიტორიას მიმართავს, რომ თემაზე მუშაობას აგრძელებენ და სიღრმისეულ ინფორმაციას გადამოწმებისთანავე მოგვაწვდიან ამ შემთხვევაში ავტორიც და მედია ორგანიზაციაც უფრო მეტ რეპუტაციას დაიმსახურებს, რადგანაც დაინტერესდება, აკრედიტებული არის თუ არა F ლაბორატორია რამდენად არის ცნობილი (ან დაიცვა) X ორგანიზაციამ ნიმუშის აღების წესები, შესაძლოა თუ არა სასურსათო ჯაჭვის ან შემოწმების რომელიმე ეტაპზე დარღვეულიყო სურსათის უვნებლობის ნორმები.

გავიხსენოთ ვირის ხორცთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები: 16/01/2014 http://www.myvideo.ge/?video_id=2232076 ; 16/01/2014  http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27044/ სიუჟეტსა და სტატიაში ნათქვამია, რომ დაკლული ვირის ხორცს შესაძლოა სახინკლეებსა და საშაურმეებში აბარებდნენ, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია 21.01.2014 http://www.netgazeti.ge/GE/105/News/27204/ რომ ვირის ხორცს ზოოპარკი იბარებდა, ბიზნეს ოპერატორებმა კი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამო ფინანსური ზარალი განიცადეს და მათი რეპუტაციის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდა.

საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა http://www.mfa.gov.ge და მისი განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მოთხოვნათა გათვალისწინებით შემოდის ახალი რეგულაციები რაც სურსათის უვნებლობის  – ფერმიდან სუფრამდე პრინციპს ეფუძნება.

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვით ბიზნესოპერატორი:

  1. უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის წარმოებას პრევენციული მიდგომით;
  2. დოკუმენტურად ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქტი უვნებელია;
  3. შეიმუშავებს ეფექტური მიკვლევადობის სისტემას პროდუქტის ბაზრიდან გამოწვევის შემთხვევისთვის.

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა რამდენიმე საფეხურისგან შედგება:

  1. პირველადი წარმოების სანიმუშო პრაქტიკა;
  2. წარმოების სანიმუშო პრაქტიკა – ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
  3. წინასწარი აუცილებელი პროგრამები – სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციები;
  4. HACCP – საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა.

 

არ დაგავიწყდეთ მიაკითხოთ დამატებით საცნობარო მასალებს, ამავე გვერდზე.

არ დაგავიწყდეთ ნახოთ აგროჟურნალისტიკის კარგი მაგალითები

არ დაგავიწყდეთ ჩაიხედოთ აგროკალენდარში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებასთან ერთად ჟურნალისტებიც ვალდებულები არიან უფრო მეტი პროფესიონალიზმით იმუშავონ აღნიშნული თემების გაშუქებისას რათა დაიცვან – მომხმარებლის, მეწარმის, პროფესიული, მედია ორგანიზაციის ინტერესები, რეპუტაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ჯეროვანი ინფორმაცია.

 

 

სასარგებლო რესურსები

  1. საქართველოს კანონი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მეცენარეთა დაცვის კოდექსი“ http://nfa.gov.ge/?lang_id=GEO&sec_id=89
  2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის #198 დადგენილება ბიოწარმოების შესახებ, http://nfa.gov.ge/files/198.pdf
  3. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის #714 დადგენილება თაფლისშესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, http://nfa.gov.ge/files/714.pdf
  4. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის #152 დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, http://nfa.gov.ge/files/_3.pdf
  5. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის #342 დადგენილება „რძისადა რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, http://nfa.gov.ge/files/cvlileba_rzis_teq._reglamentshi.pdf
  6. სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო რძის სექტორისათვის, 2011, http://www.agro.ge/uploads/sursatis_uvneblobis_saxelmZRvanelo.pdf
  7. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელო თხილის სექტორისათვის, 2013, nfa.gov.ge
  8. სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული გაზეთი – http://nfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=189
  9. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვიდეოგალერეა http://nfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=95

 

დავალებები სტუდენტებისათვის

  1. მოიძიეთ და განიხილეთ ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში ცხოველური და მცენარეული პროდუქტის შენახვა-გადამუშავების საკითხებზე მომზადებული მასალები.
  2. აუდიტორიაში განიხილეთ კონკრეტული ქეისები. მოაწყვეთ დისკუსია შემდეგ საკითხებზე: არის თუ არა მასალაში მოცემული ინფორმაცია საკმარისი? სად და როგორ შეეძლო ჟურნალისტს, ეფექტურად გამოეყენებინა დამატებითი ინფორმაცია? რომელი წყაროებიდან შეეძლო ჟურნალისტს დამატებითი ინფორმაციის მოძიება?
  3. მოამზადეთ მასალა, სადაც გააშუქებთ  სურსათის უვნებლობის საკითხებს.  მოიძიეთ ინფორმაცია ცხოველური და მცენარეული პროდუქტის შენახვა-გადამუშავების  მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ და გამოიყენეთ მასალა ბექგრაუნდად.  ჩაწერეთ  მომხმარებლების კომენტარი.
  4. მოიფიქრეთ ხუთი კითხვა, რომლებსაც დაუსვამთ ბიზნესოპერატორებს განხორციელებული საქმიანობის და არსებული პრობლემების ირგვლივ.
  5. მოიფიქრეთ ხუთი კითხვა, რომლებსაც დაუსვამთ მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებს. შეკითხვა დაიწყეთ განმარტებით, მაგალითად: საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის #152 დადგენილების – „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ – მიხედვით…
  6. ქეისების შერჩევისას გამოიყენეთ რეგიონული მედიასაშუალებების გამოცემებიც.

 

რეკომენდაციები ლექტორებისთვის

  1. მოაწყვეთ აუდიტორიაში დისკუსია სურსათის უვნებლობის შესახებ მედიაში მოძიებული კონკრეტული ქეისების ირგვლივ. აქტიურად გამოიყენეთ რეგიონული მედიასაშუალებების გამოცემები.
  2. მოაწყვეთ ,,გონებრივი იერიში“ თემაზე: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის შესახებ ჟურნალისტური მასალის უკეთ მოსამზადებლად? სტუდენტები მუშაობენ ჯგუფებში, დრო – 10 წუთი. შედეგების შეჯამების შემდეგ გამართეთ დისკუსია.
  3. შესთავაზეთ სტუდენტებს, მოამზადონ მასალები შემდეგ თემებზე: ჯანმრთელი საკვები, სუფთა წყალი, გადამამუშავებელი საწარმოს სანიტარული მდგომარეობა, გადამამუშავებელი საწარმოს ინფრასტრუქტურა, კონტროლი ნედლეულის დასაწყობებაზე, მოსახლეობის ინფორმირებულობა გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირებულობა რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ.

 

საკონტროლო კითხვები

  1. რას ნიშნავს სასურსათო უსაფრთხოება?
  2. რა იცით სურსათის უვნებლობის საკითხების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ?
  3. როგორ უნდა იყოს მოწყობილი ცხოველური და მცენარეული პროდუქტის შენახვა-გადამუშავების საწარმოს ინფრასტრუქტურა?
  4. რა სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცხოველური და მცენარეული პროდუქტის შენახვა-გადამუშავების საწარმო?
  5. რა იცით სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შესახებ?
  6. რა იცით გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირებაზე?
  7. რა იცით თაფლის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე?
  8. რა იცით რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ?